პოლიტიკა

"აშკარაა, რომ ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა"

image
  • Parliament of Georgia
  • 52
  • 2 დღის წინ

როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ და ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო კანონის ფარგლებში მაქსიმალურად კომპრომისული იყო და ნიკა მელიას მართლმსაჯულებამ გირაოს გადახდა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან იცოდა, რომ პატიმრობა ემუქრებოდა.

„აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს მოვალეობა და საზოგადოების თვალწინ ნიკა მელია სრულიად გამჭვირვალედ დაკაავეს. ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.