საზოგადოება

"აქ არავინ ფიქრობს, არც ჩემ ოჯახზე და არც ჩემს შვილზე, დავრწმუნდი, რომ ჩვენ არავის ვედარდებით"

image
  • Screenshot
  • 111
  • 1 თვის წინ

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქციებს აანონსებს. 

ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზაზას გათავისუფლების შანსი უკვე მეორედ გაუშვა - როცა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირები ისევ არ დააკავა და გაუშვა, ნაცვლად იმისა, რომ გაცვლა მოეთხოვა.

"თავიანთი შვილები რომ იყვნენ ამდენი ხანი გაჩერდებოდნენ, ჩემნაირად ისხდებოდნენ და იტირებდნენ ამდენი თვე? თბილისამდე აღარ ჩავა ალბათ, ჩემი ცრემლები, შეიძლება ცხინვალამდე ჩააღწიოს, რუსებს და ოსებს მოულბოს გული და ისევ იმათმა გამოუშვან, აქ არავინ არ ფიქრობს, არც ჩემ ოჯახზე და არც ჩემს შვილზე. არავის აინტერესებს ჩვენ რა დღეში ვართ. აქამდე რომ მეგონა, მუშაობდნენ და მართლა ვიღაცას ვედარდებოდით, დავრწმუნდი, რომ ჩვენ არავის ვედარდებით, ჩვენზე არავინ ფიქრობს. 

ეს შეზღუდვები რომ გაივლის, ჩვენ აღარ გავჩერდებით. ვფიქრობთ, რომ შევხვდეთ ღარიბაშვილსაც და აქციებს აუცილებლად გავაკეთებთ", - აცხადებს ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტრი.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი სამხედროების მანქანით, ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 პირი გადმოვიდა, ისინი პოლიციამ არ დააკავა და უკან გააბრუნა.