საზოგადოება

"აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ ნინოწმინდაში ქართული ელემენტი აღარ იყოს"

image
  • Screenshot
  • 49
  • 2 დღის წინ

სხალთელი ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის დატოვებაზე ბავშვების გადაბირების პროცესი მიმდინარეობს. ამის მიზეზი კი ნინოწმინდაში ქართული გენის აღმოფხვრა და "სოდომიზაციის" თეორიის გავრცელებაა.

"აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ პანსიონატი დაატოვებინონ. რატომ სჭირდებათ ეს, რატომ აწყობთ? ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ჩვენ პასუხი ცალსახად გვაქვს. პირველი ის, რომ ნინოწმინდაში ქართული ელემენტი, ქართული გენი, ქართული მენტალიტეტი აღარ იყოს. იქ ქართული სკოლა, რომელიც გაუქმებული იყო ფაქტობრივად, ამ ბავშვების ბაზაზე ისევ ამოქმედდა. ჩვენი ბავშვები სწავლობენ იქ ძირითადად და თუ პანსიონატის ბავშვები იქ აღარ იქნებიან, ცხადია, ეს სკოლა ფაქტობრივად დაიხურება. ეს უნდათ, ქართული მენტალიტეტი ამოძირკვონ. ეს ერთი, მეორე ის, რომ არ უნდათ რომ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან, იმიტომ, რომ მაშინ თავიანთ იდეოლოგიას, რომელიც არის გენდერული თეორია და მასიური სოდომიზაციის თეორია, რომელსაც ისინი აპირებენ და ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში უკვე თითქმის გაკეთებული აქვთ, უნდათ, რომ საქართველოში ეს დაამკვიდრონ. ამიტომ, ერი ფეხზე უნდა დადგეს, რომ ეს არ დავუშვათ", - აცხადებს მეუფე. 

ის ასევე ხსნის მიზეზს, თუ რატომ არ შეუშვეს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

"ჩვენ უარი ვუთხარით ლომჯარიას იმის გამო, რომ ის აქტიურ ლგბტ პროპაგანდას აწარმოებდა, სოდომურ პროპაგანდას. ახლა შევიდა UNICEF და World Vision, ესენი უარესი თუ არა, არაფრით უკეთესები არ არიან ლომჯარიას სამსახურზე. ესენი ლგბტ პროპაგანდისტები არიან უკვე მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ეს და მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამის. ჩვენი მომავალი თაობა პატიოსნად და წესიერებით უნდა შევინახოთ"-განაცხადა მეუფე სპირიდონმა.