პოლიტიკა

აქტივისტებმა პარლამენტში დეპუტატებს ფურცლები დააყარეს

image
  • Screenshot
  • 68
  • 1 დღის წინ

ხმაური იყო პარლამენტში, სადაც დეპუტატებს აქტივისტმა ფურცლები დააყარეს, რომელზეც ეწერა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში"?

"უნდა ინტერესდებოდეთ იმით, თუ რა ხდება პანსიონში. დღემდე ბავშვები იქ არიან ჩაკეტილები და თქვენ სხედხართ უსაქმურად", - მიმართა აქტივისტმა დეპუტატებს.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში ფურცლები მაშინ გადმოყარა, როცა საკანონმდებლო ორგანოში სხდომა მიმდინარეობდა. 

აქტივისტი ადგილიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.