საზოგადოება

"აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც ბავშვი არასოდეს არ დაუსჯია, საკუთარი შვილი და იქით მხარეს, ვისაც დაუსჯია"

image
  • Google
  • 55
  • 2 დღის წინ

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ბავშის დასჯა მისთვის მიუღებელია, თუმცა სამწუხაროდ, ეს ხშირად ხდება, მათ შორის ოჯახებშიც.

"მძიმე ბრალდება დასაზუსტებელი ტერმინია და თუ საუბარია კრიმინალურ გადაცდომაზე, მაშინ საკითხი უნდა განიხილოს კრიმინალურმა პოლიციამ, სამართალდამცველებმა, აუცილებლად აღძრან საქმე და ბოლომდე მიიყვანონ. იმათმა გაგვცენ პასუხი. თუ აქ საუბარია ზნეობრივი ტიპის დარღვევებზე, მაშინ მას ზნეობრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, თუ ლაპარაკია კრიმინალურ გადაცდომაზე, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 

რაც შეეხება იქ მყოფი ბავშვების უსაფრთხოებას, ამას  სოციალური მუშაკების რამდენიმე დღიანი მონიტორინგი განაპირობებს. ღამეც რჩებიან, დღეც რჩებიან და ამ წუთას ბავშვებს იქ  არანაირი საფრთხე არ ემუქრება. გეტყვით იმასაც, რომ რამდენადაც მე მოვისმინე, ბავშვები ხაზგასმით ყვებიან, რომ მეუფე სპირიდონმა ბავშვების მდგომარეობის შესახებ არ იცოდა. რატომ ამბობენ ამას ბავშვები, არ ვიცი და არც ის ვიცი, როგორ არ იცოდა ეს მეუფე სპირიდონმა. ამის შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა რაზეა ლაპარაკი. თუ საუბარია იმაზე, რომ პანსიონში ბავშვებს სჯიდნენ, მთელს საზოგადოებას მოვუწოდებ, აი, ხაზი გავავლოთ და აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც ბავშვი არასოდეს არ დაუსჯია, საკუთარი შვილი და იქით მხარეს, ვისაც დაუსჯია, კიდევ იქეთ მხარს დადგეს, ვისაც უცემია საკუთარი შვილი. ე.ი. აქ საუბარია 15-20 წლის ამბებზე, მაშინაც კი, როცა ეს ოჯახებშიც კი ხდება დღემდე. მე ვთვლი, ეს არის გადაცდომა", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.