საზოგადოება

"არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმოს გადაწყვეტილებას"

image
  • Press Office
  • 102
  • 1 თვის წინ

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის - "სინოფარმის" გამოყენება 4 მაისს ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს. 

მისი განცხადებით, ქვეყანა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას არ უნდა დაელოდოს, რადგან ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება.

ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ "სინოფარმის" ვაქცინას უახლოეს მომავალში ავტორიზაცია აუცილებლად ექნება. 

"ქვეყანამ მიიღო გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება იმუნიზაციის საბჭოსთან ერთად. ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ 4 მაისს დაიწყოს "სინოფარმით" ვაქცინაცია. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის მონაცემი, რადგანაც ამ კონდიციამდე მივიდა "სინოფარმის" ვაქცინა, აუცილებლად ექნება მას ავტორიზაცია. ეს შეიძლება იყოს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ათ დღეში. რა თქმა უნდა, ყველა 500 ვაქცინირებული ადამიანიდან ერთის სიცოცხლე გადარჩება. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.