შემთხვევა

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში დაუდგენელმა პირებმა ძმების მკვლელობის გამო დაკავებულის სახლის გადაწვა სცადეს

image
  • Facebook
  • 100
  • 2 კვირის წინ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ხანძარი იყო. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ოთხი დღის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, კერძოდ, დაუდგენელმა პირებმა ძმების მკვლელობის გამო დაკავებული პირის სახლის გადაწვა სცადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.