სამართალი

შემთხვევა

არსებული ინფორმაციით, კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

image
  • Google
  • 86
  • 1 თვის წინ

გურჯაანში მშობლების კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ფაქტი სავარაუდოდ, მშობლების ფიზიკური დაპირისპირების დროს მოხდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ზუსტად რამ გამოიწვია ჩვილის გარდაცვალება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა. რა გახდა ამჯერად ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.