პოლიტიკა

"არსებული დასვენებები არის ლამაზად შემოპარებული ლოქდაუნი"

image
  • Screenshot
  • 81
  • 2 კვირის წინ

ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები 11 მაისის შემდეგაც გაახანგრძლივოს. 

მათი განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი, ვაქცინაცია, ხელისუფლებას ჩაუვარდა და ახლა ისინი პრობლემის მოგვარებას მარტივად - ჩაკეტვებით ცდილობენ.

"არსებული დასვენებები არის ლამაზად შემოპარებული ლოქდაუნი. ძალიან მარტივი გზით ებრძვის პანდემიას, ეს არის პერიოდული ლოქდაუნები და კომენდანტის საათი. მთავარი საბრძოლო იარაღი, რაც კოვიდის წინააღმდეგაა, ეს არის ვაქცინა და სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი რეალურად არ მიმდინარეობს. გახდნენ იძულებულები, რომ ჩაეკეტათ ისევ ქვეყანა, ქვეყანა, სადაც ეკონომიკა არის სრულ კოლაფსში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი  შიმშილობს. სამწუხაროდ, მათ ისევ იგივე გზით არჩიეს კოვიდთან ბრძოლა", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 3-11 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. ამას გარდა, 3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოქმედებს. ძალაში რჩება კომენდანტის საათიც.