საზოგადოება

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

image
  • Facebook
  • 68
  • 1 თვის წინ

ანსამბლ "რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ქართველი მუსიკოსის, ფოლკლორისტის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერების შემკრების სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა.

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილმა მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი, მისი ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით, გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“.

ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.