პოლიტიკა

"ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო, "ჰუ იზ ჰუ“

image
  • Parliament of Georgia
  • 62
  • 1 დღის წინ

პატივს ვცემ ბატონ ხაზარაძეს, რადგან წლების განმავლობაში მეგონა, რომ ეს ადამიანი იყო სიმართლის, კეთილსინდისიერი ბიზნესის, არაორმაგი სტანდარტის ეტალონი. ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო, „ჰუ იზ ჰუ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„შეუძლებელია იმის მოსმენა, რაც გავიგეთ. თქვენ პრეტენზიები გამოთქვით დედაქალაქის, კალაძისა და მაია ბითაძის მიმართა. გეგონათ, რომ გაგიტარებდით ამ ორმაგ სტანდარტს, ამ თემას მე ან ჩვენი სხვა კოლეგა.  დედაქალაქმა განვითარების გენერალური გეგმა მიიღო. თქვენ მიერ მოწონებულმა სააკაშვილმა სატყეო ზონა გააქრო და ამის დამსახურება იყო, რომ ტყე გაყიდულია, რაც ჩვენ დავუბრუნეთ. სატყეო ზონა 138 მილიონი კვადრატი არის ახლა რუკაზე, თქვენ რომ აიღოთ თბილისის განვითარების გეგმა. ისევე, როგორც რეკრეაციული ზონა 4 მილიონით გაიზარდა, სწორედ კალაძისა და ქალბატონ ბითაძის დამსახურებით, საკრებულოს შუამდგომლობით და გვერდით დგომით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, დღეს ვერანაირი დეველოპერი ვერ ააშენებს სტადიონებზე კორპუსებს, ვერც სატყეო ზონაში.

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმ, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ, განაცხადა, „როდესაც თბილისის „არტერიები“ და „ძარღვი“ ინგრეოდა, ვინ გააჩერა, ვის ეყო პოლიტიკური ნება, რომ თუნდაც 2008, 2014 ან 2018 წელს გაცემული ნებართვები გაჩერებულიყო“.