Covid-19

"ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათა უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში"

image
  • Press Office
  • 72
  • 3 დღის წინ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება საჭირო იქნება და აღნიშნული, მეორე დოზის გაკეთებიდან, 6-8 თვის შემდეგ უნდა მოხდეს. 

"დღეს ორჯერადად აცრილ პირებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ ფუმერული ან უჯრედული იმუნიტეტი და ამ დაკვირვების პარალელურად, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ვაქცინათა უმრავლესობაზე მესამე დოზა საჭირო იქნება. ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათა უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში.

დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან ექვსიდან რვა თვის შემდეგ. საერთაშორისო მწარმოებლების გეგმებიც მიუთითებს იმას, რომ მესამე დოზა საჭირო იქნება" - განმარტა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგმა განაცხადა ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ვარაუდით, კოვიდპანდემია ასე მარტივად არ დასრულდება და აცრაც  ყოველწლიურად დაგვჭირდება, სანამ ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება.