Covid-19

მსოფლიო

"ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას"

image
  • Google
  • 107
  • 3 კვირის წინ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს 8-12 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება.

მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ხანგრძლივი არ არის.

"ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვეა, გამაძლიერებელი ვაქცინა გახდება საჭირო. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.