ეკონომიკა

ავიაკომპანია Bees Airline საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის 

image
  • Google
  • 98
  • 1 კვირის წინ

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება მიმდინარე წლის 30 აპრილიდან დაიწყო, რეგულარულ რეისებს კიევი - ბათუმი - კიევის და ხერსონი - თბილისი - ხერსონის მიმართულებით შეასრულებს. 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

კიევი - ბათუმი - კიევი, 9 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, 13 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე - ყოველ კვირას, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე - ყოველ პარასკევს და 14 ივნისიდან 27 სექტემბრამდე - ყოველ ორშაბათს;

ხერსონი - თბილისი - ხერსონი, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე - ყოველ სამშაბათს და პარასკევს.
 
ამასთან Bees Airline-ი ამატებს კვირაში 2 სიხშირეს კიევი - თბილისი - კიევის მიმართულებით და ჯამში ავიაკომპანია ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.