პოლიტიკა

"ადამიანს გათავისუფლების ბრძანება დააწიეს მივლინებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო გახარიას დანიშნული"

image
  • Political Party for Georgia
  • 46
  • 1 დღის წინ

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი, "საქპატენტის" ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ხელისუფლება სახელმწიფოს მართვის სისტემას ანგრევს.

"ეს იყო ისეთი ფაქტი, რომელიც ძალიან დრამატულია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მივლინებაში, ფაქტობრივად გათავისუფლების ბრძანება დააწიეს, მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო გახარიას დანიშნული თანამდებობაზე. არადა, მას ეჭირა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა და კონკურსის წესით მოხვდა საჯარო სამსახურში. არასდროს, არავის მის კვალიფიციურობასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არ ჰქონია კითხვები. სამწუხაროა, ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკური დევნით უბრალოდ ანგრევს სახელმწიფოს მართვის სისტემას", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 

პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. შესაბამის პოსტს Facebook-ზე "საქპატენტის" ყოფილი თავმჯდომარე მინდია დავითაძე აქვეყნებს და წერს, რომ ამაში აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაციაც.

მისი განცხადებით, თანამდებობაზე გახარიას დროს, 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით დაინიშნა.