თეა წულუკიანი - ღარიბაშვილი, გომელაური არ უნდა გადადგნენ, თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ

"ტვ პირველს“ და ყველას გიპასუხებთ – რომ არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში ყოფნისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც იქნება უპრიანი პასუხისმგებლობაზე საუბარი.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ უნდა ვეძებოთ. აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ფონდ „ქართუს“ მიერ  რეაბილიტირებული სენაკის თეატრი გახსნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები