თეა წულუკიანი - არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ

"ქართუს" ღონისძიებზე ჩასულმა კულტურის მინსიტრმა "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მირკოფონი წაართვა.

წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს და გეგმავს, "ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით გვაუწყოს".

"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.

"ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ", - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ემა გოგოხია ამბობს, რომ დარბაზში მყოფი მინისტრი შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა, ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა. გოგოხიას თქმით, კითხვის დასმა და მიკროფონის დაბრუნება სცადა, თუმცა მინისტრი "ხუმრობაზე" გადავიდა, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი მისმა დაცვამ გარეთ გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები