"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "აიისას" საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. 

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია აიისას დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). ის 500 ლარით დააჯარიმეს და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

საუბარია ორ სხვადასხვა შეფუთვაზე, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრენდი აიისა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს.

სააპელაციო სასამართლომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. სააპელაციოში აიისას საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომლის თქმით, პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები