გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

გერმანიაში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, 50-ზე მეტი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. 

დაღუპულთა შორის არის ორი მაშველი, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

სტიქიამ ყველაზე მეტად რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწები დააზარალა.

დაზარალებულების დასახმარებლად მთავრობამ ვერტმფრენები და ასობით ჯარისკაცი გაგზავნა. პოლიციის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო, ათეულობით ადამიანი დახმარებას სახლის სახურავებზე ელოდება.

"შეძრული ვარ ამ კატასტროფით. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. მადლობას ვუხდი საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს",- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რის შემდეგაც მდინარეები ადიდდა.

უახლესი ამბები