ანაკლიის პორტი - გასაღები საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ახალი "აბრეშუმის გზისკენ"
loader

Breaking news

ანაკლიის პორტი - გასაღები საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ახალი "აბრეშუმის გზისკენ"

  • ანაკლიის პორტი - გასაღები საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ახალი აბრეშუმის გზისკენ

თბილისი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის ამბიციურმა ქართულმა პროექტმა, რომლის რეალიზაციაში მიმდინარე წელს მსხვილი კომპანიები ჩაერთვნენ აშშ-დან, შესაძლოა, გაზარდოს საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ხიდის როლი აზიასა და ევროპას შორის, ასევე ხელი შეუწყოს ახალი ეკონომიკურ შესაძლებლობებს შავი ზღვის  აუზის სხვა ქვეყნებისთვის, უკრაინის ჩათვლით.

ჩინეთის ახალი "აბრეშუმის გზა"

ჩინეთი ყოველწლიურად ევროპაში 600-800 მილიარდი დოლარის ღირებულების ექსპორტს ახორციელებს, 90%-ზე მეტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიდის. ამ დროისთვის საქონლის გადაზიდვა ხდება ზღვით ოკეანის გემების დახმარებით, გადაზიდვის პერიოდი შეადგენს 36-40 დღეს. საზღვაო მარშრუტების დიდი ხანგრძლივობა განიხილება როგორც ჩინეთის ექსპორტის შემაკავებელი ფაქტორი, ცენტრალური აზიის ან რუსეთის გავლით სარკინიგზო ან საავტომობილო გადაზიდვამ კი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს დრო და დანაკარგები.

2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ახალი "აბრეშუმის გზის" შექმნის შესახებ განაცხადა, ჩინეთის ამბიციური პროგრამა აერთიანებს "21-ე საუკუნის აბრეშუმის გზის" შექმნის გეგმას და მოიცავს რიგი ქვეყნების მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას. 

ჩინეთის ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის დაახლოებას სავაჭრო მარშრუტების მეშვეობით. პროგრამის ინფრაქტრუქტურული საკითხები აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისში პეკინში გამართულ სამიტზე განიხილეს. მოგვიანებით ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, ინფრასტრუქტურისთვის 142 მილიარდი დოლარი გამოყოს.  

ჩინეთის სტრატეგიული ინიციატივა რამდენიმე ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას ითვალისწინებს, ერთ-ერთი კი შესაძლოა, ჩინეთიდან სახმელეთო მარშრუტი იყოს. ჩინეთიდან საქართველოში სარკინიგზო გზით პირველი ტვირთი 2015 წლის 13 აპრილს შემოვიდა.

.


საქართველოს შავი ზღვის კარიბჭე

ანაკლიის ღრმა წყლის პორტის მშენებლობას შეუძლია შექმნას ახალი ლოჯისტიკური ცენტრი ჩინეთიდან ღირებული კონტეინერების ტვირთის გადასატვირთად და გააფართოვოს სავაჭრო შესაძლებლობები კავკასიის რეგიონში და შავი ზღვის აუზში.

უკრაინის "სატრანსპორტო სტრატეგიის ცენტრის" ექსერტების თქმით, უკრაინის შავი ზღვის პორტები ჩინეთიდან ევროპაში ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში ანაკლიიდან ტვირთების მომსახურებას შეძლებენ.

"უკრაინის  საკონტეინერო ტერმინალების შესაძლებლობები პორტებში დაახლოებით ერთი მესამედით არის დატვირთული, ამიტომ სრულიად შესაძლებელია დამატებითი ტვირთის მიღება. სხვა საკითხია, ვინ იქნება ამაში ჩართული ანაკლიაში და რამდენად უფრო მომგებიანი იქნება ახალი მარშრუტი არსებულ ლოგისტიკურ ჯაჭვთან შედარებით", - განუცხადა Front News International-ს "სატრანსპორტო სტრატეგიის ცენტრის" კონსულტანტმა ანდრეი ისაევმა.

ამჟამად საქართველოში არსებულ პორტებს მხოლოდ საშუალო და მცირე მოცულობის გემების მომსახურება შეუძლიათ. ანაკლიის პორტის ნავმისადგომზე შესაძლებელი იქნება 9,000 TEU სიმძლავრის გემების მიღება, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს საკონტრინერო ტვირთების მომსახურება გააფართოვოს. 

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს, ახალი საკონტეინერო ტერმინალის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები არიან "თიბისი ჰოლდინგი" და ამერიკული კორპორაცია Conti International. მოგვიანებით მათ შეურთდა კომპანია SSA Marine, რომელიც აშშ-ში საკონტეინერო ტერმინალების მსხვილი ოპერატორია.



ახალი სატვირთო პორტი

Anaklia Development Consortium-ის გეგმის თანახმად, მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წელს უნდა დასრულდეს. ტერმინალი ორი ნავმისადგომისგან იქნება შემდგარი და 300 მ-მდე სიგრძის გემების და 10000-მდე ტევადობის სტანდარტული კონტეინერების მიღებას შეძლებს. მას შეეძლება 8 მილიონ ტონამდე ტვირთს მოემსახუროს. ახალი ტერმინალის მშენებლობა ანაკლიაში ქართული პორტების გამტარუნარიანობას გაზრდის.

2020 წლამდე პირველი კონტეინერის ტერმინალთან ერთად, დაგეგმილია პორტის ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის წყლის დონის აღჭურვა, ქვედა გაღრმავება, მისასვლელი გზის და სანაპირო დაცვის ბაზის მშენებლობა.

სამომავლოდ იგეგმება პორტის ეტაპობრივი გაფართოება და დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელმაც 100 მლნ ტონა ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს. სულ პროექტი 7 საკონტეინერო ტერმინალის და მარცვლოვანი ან თხევადი ტვირთვის 3 ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.

პორტის მშენებლობის გარდა პროექტი მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებს.

საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 110 მლნ დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო.  ანაკლიის პორტისკენ მიმავალი ახალი სარკინიგზო და საავტომობილო გზის პროექტირებისა და განხორციელებისთვის საერთაშორისო კომპანიის შერჩევის მიზნით ტენდერი მომდევნო ორი თვის განმავლობაში გამოცხადდება. ასევე აშენებული იქნება ახალ თანამედროვე სარკინიგზო სადგური. 


ანაკლიაში ახალი საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA Marine იქნება, რომლის შტაბ-ბინა სიეტლშია განლაგებული. ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი თბილისში 1 აგვისტოს მოეწერა. 

"პროექტში "დიდი სახელების" მოზიდვა სერიოზული პროექტია. ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზე კარგი რეპუტაციის მქონე დიდი მოთამაშეები სარგებლობენ უპირატესობით, რაც პროექტს უფრო ეფექტურს გახდის. შემდგომში მსხვილი მოთამაშეების მოზიდვა ფართო მომხმარებელთა ბაზიდან გაცილებით ადვილია", - აცხადებს ისაევი.

ექსპერტის თქმით, პროექტში კომპანია SSA Marine-ის მონაწილეობა გულისხმობს, რომ ოპერატორი ანაკლიის ტერმინალის მუშაობაში საკუთარ კლიენტებს მოიზიდავს.

მთავარი ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც მასშტაბური პროექტის სასარგებლოდ თამაშობს, საქართველოს მშპ-ის ტემპის ზრდაა. 

თუმცა, ანდრეი ისაევის თქმით, რთულია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში გადაზიდვის მოცულობა 100 მილიონი ტონამდე გაიზრდოს. მან აღნიშნა, რომ არსებული სახმელეთო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა არ იძლევა ტვირთის ასეთი მოცულობის ტრანსპორტირებას და მაღალმთიანეთში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტები გრძელი და "ძვირადღირებული სიამოვნებაა".


აშშ-ის როლი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც აგვისტოს დასაწყისში თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, Anaklia Development Consortium-სა და SSA Marine-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას მიესალმა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებაში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის გამყარება რეგიონალურ და საერთაშორისო ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

მოსალოდნელია, რომ აშშ-დან პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს გაზარდოს ეკონომიკური პოტენციალი და შექმნას შესაძლებლობები ახალ "აბრეშუმის გზასთან" დაკავშირებით ჩინეთის სტრატეგიულ ინიციატივაში მონაწილეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ჩინეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური დიალოგის ოფიციალური შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ვანგ იანგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის წარმატებული საქმიანი თანამშრომლობა შესაძლებელია თავისუფალი ბაზრის წყალობით, რომლის ძირითადი წამყვანები ადამიანები და ბიზნეს-საზოგადოებები არიან.

                                                                                                                                                                                                                                                               ოლეგ სავიცკი, Front News International



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე