საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა
loader

Breaking news

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა

  • საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა

თბილისი: საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 30,4%-ით გაიზარდა. 

"2017 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 1234.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (30.1%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) 

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 294,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (30.4%-ით მეტი)

გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების წილიც საექსპორტო ქვეყნებში 

საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე დიდი წილი დაიკავა შემდეგმა მიმართულებებმა: სპილენძი და მადნები, ფეროშენადნობი, ავტომობილები, ღვინო, სამკურნალო საშულებები, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, აზოტოვანი სასუქები, ოქრო, თხილი 

2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. 

დადებითი ტენდენციები ფიქსირდება სხვა მიმართულებითაც: 

• 2017 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 29.1%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 26.2%-ით; 

• 2017 წლის იანვარ-მაისში 20.3%-ით გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც. 

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე", - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე