კიევი: უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 409 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინფიცირებულთა შორის 187 ბავშვი და 367 მედიკოსია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 195 ადამიანი გარდაიცვალა, 14 503 გამოჯანმრთელდა, 2 564 კლინიკებში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის 1 130 839 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 826 871 ადამიანი, გარდაიცვალა - 20 214.