კიბერშეტევები შესაძლოა, ორშაბათიდან განახლდეს
loader

Breaking news

კიბერშეტევები შესაძლოა, ორშაბათიდან განახლდეს

  • კიბერშეტევები შესაძლოა ორშაბათიდან განახლდეს

ევროპოლის დირექტორის რობ უეინრაიტის განცხადებით, კიბერშეტევები შესაძლოა, ორშაბათს დილიდან განახლდეს.

"ამ მომენტისთვის, ჩვენ დიდი და მზარდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. დაზარალებულთა რაოდენობა იზრდება, მათი რიცხვი შესაძლოა, ორშაბათიდან კიდევ უფრო გაიზრადოს, როცა ადამიანები სამსახურებში მივლენ და თავიანთ სამუშაო კომპიუტერებს ჩართავენ“, - აცხადებს ევროპოლის დირექტორი.

მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები 12 მაისს დაიწყო. გამოყენებულია უცნობი ვირუსული პროგრამა. დავირუსდა ელექტრონული სერვერები, დაიბლოკა კომპიუტერები, რის მოსახსნელადაც, ჰაკერებმა თანხა მოითხოვეს, თუმცა ბევრმა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

ევროპოლის დირექტორის თქმით, 200 ათასზე მეტი მომხარებელია დაზარალებული, მათ შორისაა ბევრი კომპანია და კორპორაცია. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე