ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ყველა პარტიას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ
loader

Breaking news

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ყველა პარტიას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ყველა პარტიას მოუწოდებენ პარლამენტში შევიდნენ

თბილისი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები - ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

"ეს არჩევნები მრავალფეროვანი პარლამენტით დასრულდა, სადაც მმართველი პარტია ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება, რაც უზრუნველყოფს შესაბამის საპარლამენტო მეთვალყურეობას. ერთადერთი შესაბამისი ფორუმი ამისთვის, ისევე, როგორც დებატებისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების განხილვისთვის არის პარლამენტი.

საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიიღონ არჩევნებში მოპოვებული მანდატები და შევიდნენ პარლამენტში. სრულად ვუჭერთ მხარს ამ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნებსა და ზოგად შეფასებას, რომლის ნაწილიც იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ასევე, აღვნიშნავთ დარეგისტრირებული დარღვევების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის, საარჩევნო გადაცდომის შესახებ მუდმივ ბრალდებები, როგორებიცაა, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსით ბოროტად სარგებლობა, ამომრჩევლებზე და პარტიულ აქტივისტებზე ზეწოლა. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ისინი პასუხისმგებელი ორგანოების მიერ გამჭვირვალედ და დამაკმაყოფილებად უნდა იქნას გამოძიებული. საარჩევნო გადაცდომებზე დაუსჯელობის აღქმა არ უნდა არსებობდეს. ამავდროულად, დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა. ახალ პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამაში“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე