"სააკაშვილს უნდა რევანში, მას უნდა იმ ძველი დიდების დაბრუნება, იგივე სისტემის ხელში ჩაგდება, თქვენ გგონიათ რამეს გამოცვლის?"
loader

Breaking news

"სააკაშვილს უნდა რევანში, მას უნდა იმ ძველი დიდების დაბრუნება, იგივე სისტემის ხელში ჩაგდება, თქვენ გგონიათ რამეს გამოცვლის?"

  • სააკაშვილს უნდა რევანში მას უნდა იმ ძველი დიდების დაბრუნება იგივე სისტემის ხელში ჩაგდება თქვენ გგონიათ რამეს გამოცვლის

თბილისი: პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში არაფერი შეიცვლება.

"სააკაშვილს უნდა რევანში, მას უნდა იმ ძველი დიდების დაბრუნება, იგივე სისტემის ხელში ჩაგდება, თქვენ გგონიათ რამეს გამოცვლის? არაფერს არ გამოცვლის, უბრალოდ ივანიშვილს ჩაანაცვლებს. ეს ორი ადამიანი არის ავტორიტარული სისტემა, ჩვენს გრძელვადიან პოლიტიკაში კი მიზანი მათი ქართული პოლიტიკიდან გაწევა უნდა იყოს. ამ ადამიანების დასუსტება არის მნიშვნელოვანი, რადგან დღეს რყვნიან ქართულ პოლიტიკას ივანიშვილი და სააკაშვილი. ისინი არიან სისტემის ორი თავი. სიტყვაზე რაღაც რომ მოხდეს, მაინც არაფერი არ შეიცვლება, იგივე პროკურორები და მოსამართლეები იქნებიან, იგივე კორუფციული სქემები იმუშავებს, უბრალოდ ივანიშვილის მაგივრად იქნება სააკაშვილი, დიდი ამ ქვეყნისთვის არაფერი არ შეიცვლება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „TV პირველის” ეთერში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე