"ველით, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოსთვის"
loader

Breaking news

"ველით, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოსთვის"

  • ველით რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოსთვის

პარიზი: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  წლის ბოლოსთვის მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ მან G20-ის ონლაინ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ჩვენ განვიხილეთ ACT-Accelerator (ACT-A) ინიციატივის პირველი წარმატება, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ: პირველი მიზანი იყო პანდემიასთან ბრძოლის საშუალების შემუშავება და წარმოება, ველით, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოსთვის ”, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, ”აუცილებელია გარანტირებული იყოს მასზე წვდომა მთელ მსოფლიოში და ნებისმიერ ფასად, რათა თავიდან იქნას აცილებული სცენარი, სადაც სამყარო იცხოვრებს სხვადასხვა სიჩქარით, მხოლოდ მდიდრებს შეეძლებათ ვირუსის დამარცხება და კვლავ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება”.

ჯანმოს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 57 მილიონს აჭარბებს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე