ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
loader

Breaking news

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

  • ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ვაშინგტონი: აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვება მიულოცა.

ობამას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ბაიდენი თავის საქმეს მხოლოდ ყველა ამერიკელის ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულებს.

"ვიცი, რომ ის საქმეს ყველა ამერიკელი საუკეთესო ინტერესების დაცვით გააკეთებს, მიუხედავად იმისა, მას მისცეს ხმა თუ არა. ამიტომ ყველა ამერიკელს მოვუწოდებ, რომ მას შანსი მისცეს და მხარი დაუჭიროს. არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ ქვეყანა ღრმადაა დაყოფილი. თავისი წილი არა მხოლოდ ჯომ და კამალამ, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, მოვუსმინოთ სხვებს, დავწიოთ ტემპერატურა და ვიპოვოთ საერთო ენა, რათა წინსვლა შევძლოთ“, – წერს ბარაკ ობამა ტვიტერზე.

ამასთან,  ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მეუღლესთან, მიშელთან ერთად, ის ბაიდენს "ყველანაირად დაეხმარება".

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე