"თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში თაღლითობას, დაშინებასა და ხმების მოსყიდვას ადგილი არ აქვს"
loader

Breaking news

"თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში თაღლითობას, დაშინებასა და ხმების მოსყიდვას ადგილი არ აქვს"

  • თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში თაღლითობას დაშინებასა და ხმების მოსყიდვას ადგილი არ აქვს

თბილისი: ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ტვიტერზე" საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება.

კონგრესმენის თქმით, ამერიკას საქართველოს იმედი აქვს.

"თვალს ვადევნებ ჩვენს მოკავშირე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს. ყველას ვურჩევ, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში თაღლითობას, დაშინებასა და ხმების მოსყიდვას ადგილი არ აქვს. ჩვენი ერები ძლიერი და ერთიანია და ამერიკას საქართველოს იმედი აქვს", - წერს ადამ კინზინგერი


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე