"გვაქვს ინფორმაცია "ქართული ოცნების" შტაბიდან, რომ საკუთარი კოორდინატორებიც კი არ აძლევენ ხმას"
loader

Breaking news

"გვაქვს ინფორმაცია "ქართული ოცნების" შტაბიდან, რომ საკუთარი კოორდინატორებიც კი არ აძლევენ ხმას"

  • გვაქვს ინფორმაცია ქართული ოცნების შტაბიდან რომ საკუთარი კოორდინატორებიც კი არ აძლევენ ხმას

თბილისი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არჩევნებში სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს იყენებს, როგორიცაა პოლიცია და ჯარი და მათ კოორდინატორების ფუნქციას ასრულებინებს.

როგორც ხატია დეკანოიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მმართველ პარტიას მთელი 8 წლის განმავლობაში ოპოზიციის კრიტიკის მეტი არაფერი გაუკეთებია და ახლაც, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ ოპოზიციის გარდა არაფერი აქვს სალაპარაკო.

"მთელი 8 წლის განმავლობაში მთავარი სალაპარაკო და სამიზნე იყო ოპოზიცია და განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობა" და დღეს, უკვე უდიდესი პანიკით და შიშით შეპყრობილები, ბატონი კობახიძე, რომელიც არის გავრილოვის ჩამოყვანის ერთ-ერთი მონაწილე, გამოდის და თავის საკუთარ გეგმას წარმოგვიდგენს.

როდესაც გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, არაფერი აქვს მმართველ ძალას სალაპარაკო გარდა ოპოზიციისა, ეს არის შიშის განცდა, დიახ, პანიკაში არიან. გეტყვით რა ინფორმაციაც გვაქვს "ქართული ოცნების" შტაბიდან, საკუთარი კოორდინატორებიც კი არ აძლევენ ხმას.

8 წლის განმავლობაში მეტი არაფერი არ ჰქონიათ სასაუბრო, მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციასა და შიდა დაპირისპირებას ხელშეწყობაზეა გადართული მთელი "ქართული ოცნება". გადაწყვიტეს, რომ ჯარი და პოლიცია ჩართონ. მთელი სპეცოპერაცია დაგეგმეს, რომ პოლიციელები გადაესროლათ რეგიონებში, მათ შორის, კარდაკარზე ატარებენ კოორდინატორებივით. იმიტომ რომ ძალიან უჭირთ, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ადამიანები. ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო ვერტიკალი აგებულია იმაზე, რომ თვითონ იყოს კარგად და მის გარშემო მყოფები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე