"მე შევძლებ რუსეთთან მოლაპარაკებას, შევძლებ ურთიერთობის აღდგენას, მე შევძლებ ბორდერიზაციის გაჩერებას"
loader

Breaking news

"მე შევძლებ რუსეთთან მოლაპარაკებას, შევძლებ ურთიერთობის აღდგენას, მე შევძლებ ბორდერიზაციის გაჩერებას"

  • მე შევძლებ რუსეთთან მოლაპარაკებას შევძლებ ურთიერთობის აღდგენას მე შევძლებ ბორდერიზაციის გაჩერებას

თბილისი: "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გორში, ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. 

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ის შეძლებს რუსეთთან მოლაპარაკებას და ურთიერთობის აღდგენას, თუმცა ეს მარტივი არ იქნება.

"მე მჯერა, რომ აი ეს დიდი სიახლოვე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ოს თანამემამულეებთან ძალიან სერიოზულ საძირკველს შექმნის იმისათვის, რომ ჩვენ სწრაფად ვიპოვოთ კვლავ საერთო ენა, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები და მოვაგვაროთ ის პრობლემა, რასაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება ჰქვია.

მე არ ვარ პოპულისტი და მატყუარა, არ მოგატყუებთ ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ ამაში გამოვიყენო ქვეყნის შიდა და გარე რესურსებიც. დიახ მე შევძლებ რუსეთთან მოლაპარაკებას, შევძლებ ურთიერთობის აღდგენას, მე შევძლებ ბორდერიზაციის გაჩერებას და შევძლებ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და მე ამას გპირდებით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე