"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისში მათი ტექნიკა გაიტაცეს
loader

Breaking news

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისში მათი ტექნიკა გაიტაცეს

  • მთავარი არხის ინფორმაციით ქუთაისში მათი ტექნიკა გაიტაცეს

თბილისი: "მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტს ირაკლი ვაჩიბერაძეს და გადამღებ ჯგუფს არხის კუთვნილი ტექნიკა გასტაცეს. 

"ოპერატორის თვალწინ აპარატურა გაიტაცეს. უცნობმა პირმა ელვისებური სისწრაფით მანქანიდან ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო. ოპერატორი მათ გაეკიდა - ორნი იყვნენ. ახლა სადაც ვიმყოფებით, გარშემო ტყეცაა და გამტაცებელი მალე შეძლებს მიმალვას", - აცხადებს "მთავარის" იმერეთის კორესპონდენტი ირაკლი ვაჩიბერაძე. 

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე