"თუ ამ სამი კანდიდატიდან რომელიმემ ვერ მოიგო არჩევნები, მე წავალ პოლიტიკიდან, თუ მოიგო - ნიკა გვარამია წავიდეს მედიიდან და პოლიტიკიდან"
loader

Breaking news

"თუ ამ სამი კანდიდატიდან რომელიმემ ვერ მოიგო არჩევნები, მე წავალ პოლიტიკიდან, თუ მოიგო - ნიკა გვარამია წავიდეს მედიიდან და პოლიტიკიდან"

  • თუ ამ სამი კანდიდატიდან რომელიმემ ვერ მოიგო არჩევნები მე წავალ პოლიტიკიდან თუ მოიგო - ნიკა გვარამია წავიდეს მედიიდან და პოლიტიკიდან

თბილისი: "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია "მთავარ არხს" გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. 

საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე, რომელსაც კობახიძე არ ცნობს და მორიგ ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, კვლევის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ბოტკოველს "ქართული ოცნების" წევრებთან შედარებით მაღალი პროცენტული მაჩველებლები აქვთ. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევენებში გაიმარჯვეს, მაშინ ის მზადაა წავიდეს პოლიტიკიდან.

​"ე.წ. იფსოსის კვლევის მიხედვით თითქოს მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს პირველივე ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენი სამი კანდიდატიდან - კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგაშვილი თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში - თუ რომელიმე მათგანმა ვერ მოიგო არჩევნები, მე წავალ პოლიტიკიდან.

რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ, რომ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. ის ამაზე ვერ წამოვა, რადგან მხდალი ადამიანია და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე