"ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს COVID-19 დაუდასტურდა
loader

Breaking news

"ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს COVID-19 დაუდასტურდა

  • ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს COVID-19 დაუდასტურდა

თბილისი: "ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად.

იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა.

მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ - წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. 

არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი.

მშვიდობის და განვითარების გზით სვლა, რაც „ქართული ოცნების" მონაპოვარია შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის. 

მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ კახეთის განვითარებაზე ზრუნვას და ერთად შევქმნით ამ მადლიანი კუთხის წარმატების ისტორიას. ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ კახეთისა და საქართველოს წარმატებისთვის", - წერს ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე