საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან საყოველთაო კარანტინი ცხადდება
loader

Breaking news

საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან საყოველთაო კარანტინი ცხადდება

  • საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან საყოველთაო კარანტინი ცხადდება

პარიზი: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მეორედ გამოაცხადა.

ახალი რეგულაციები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან შევა ძალაში და პირველ დეკემბრამდე იმოქმედებს.

შეზღუდვები რეგიონებს შორის გადაადგილებას კრძალავს. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებისთვის სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული. დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღა პირველზე რთული და ფატალური იქნება.

მისივე თქმით, საფრანგეთს მოუწევს, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკვეთრი დამუხრუჭება, რათა ექიმებს არ მოუწიოთ არჩევანის გაკეთება, თუ ვის განათავსებენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ინფიცირებულს თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ პაციენტს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიიდან დღემდე კორონავირუსის 1,2 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 35 531 ადამიანი გარდაიცვალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე