"ევროპის უნივერსიტეტის" და "ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს "ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ
loader

Breaking news

"ევროპის უნივერსიტეტის" და "ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს "ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ

  • ევროპის უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსტიტეტის სტუდენტებს ბრიუსელის კვირეული 2020-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ

თბილისი: "ევროპის უნივერსიტეტის" და "ქუთაისის უნივერსტიტეტის" სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძალისხმევის შედეგად "ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ.

აღნიშნული კვირეული ონლაინ  2-6 ნოემბერს გაიმართება და მას დაესწრება  50-ზე მეტი მონაწილე ლატვიის, შვეიცარიის, გერმანიის, ბელგიისა და საქართველოს უნივერსიტეტებიდან (ევროპის უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი);

ბრიუსელის ევროპული კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ ვირტუალური ვიზიტები ევროკავშირის შემდეგ ძირითად ინსტიტუტებში: ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS), ევროპული კომისია (European Commission), ევროპული პარლამენტი (European Parliament), ევროკავშირის საბჭო (Council of the European Union), ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი (EESC), ევროპის რეგიონთა კომიტეტი (CoR).

დამატებით, შეხვედრები გაიმართება შვეიცარიისა და გერმანიის სამეკავშირეო ოფისებთან ევროკავშირში (Swiss Core EU და Association of German Counties in EU).

“ბრიუსელის კვირეულში მონაწილეობა საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს, გაეცნოს ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობას; პირადად გაესაუბროს ევროპელ მაღალჩინოსნებს; ჩაერთოს დისკუსიაში მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების წარმომადგენლებთან; მოუსმინოს ევროკავშირის წარმომადგენლებისა და ეკონომიკის ექსპერტების ბრიფინგებს ევროკავშირის ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებზე; ეზიაროს ევროპულ ღირებულებებს; გაიჩინოს მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან", - აცხადებენ "ევროპის უნივერსიტეტში".



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე