მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
loader

Breaking news

მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

  • მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

თბილისი: მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური გზა გადაკეტილია. 

ადგილობრივები „ქართული ოცნების“ წევრის თემურ შუბითიძის ცემის ფაქტზე დაკავებული 4 პირის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

"ჩვენ გადავკეტეთ გზა და მოვითხოვთ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ისინი შერჩევითი სამართლის მსხვერპლები არიან. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ყველანი გამოვიდნენ და გვერდით დაგვიდგნენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივების თქმით, მათი მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, სხვა შემთხვევაში ისინი საარჩევნო პროცესის ჩაშლით იმუქრებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე