უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება
loader

Breaking news

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება

  • უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება

კიევი: უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება. უკრაინის მოქალაქეები სოფლებისა და ქალაქების რაიონულ, ასევე საოლქო საბჭოებს ირჩევენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიკეტება.

ეგზიტპოლის პირველი შედეგები საარევნო უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.

წელს უკრაინაში მუნიციპალური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ტარდება.

გარდა ამისა, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარეობს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ ინიცირებული გამოკითხვა.

ინიციატივის ფარგლებში ამომრჩევლებს საარჩევნო უბნების გარეთ ინტერვიუერები ხუთ შეკითხვას დაუსვამენ. აღნიშნული ხუთი შეკითხვა ეხება კორუფციისთვის სამუდამო პატიმრობას, დონბასის ოკუპირებულ ნაწილში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, დეპუტატების რაოდენობის 300-მდე შემცირებას, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ბუდაპეშტის მემორანდუმის გამოყენებას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე