"საქართველო ახლავე უნდა გახდეს ნატო-ს წევრი"
loader

Breaking news

"საქართველო ახლავე უნდა გახდეს ნატო-ს წევრი"

  • საქართველო ახლავე უნდა გახდეს ნატო-ს წევრი

კიევი: საქართველო უკვე მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ახლავე უნდა გახდეს მისი წევრი. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესმა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე  განაცხადა.

ჰოჯესის თქმით, ”უკრაინას ჯერ კიდევ აქვს გზა გასავლელი და უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ნატო-ში ინტეგრაციის გასაძლიერებლად".

”მე ვთვლი, რომ საქართველო ახლავე უნდა გახდეს ნატოს წევრი. უკრაინას ცოტა მეტი დრო დასჭირდება “, - აღნიშნა გენერალმა.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს ალიანსის მთლიან უსაფრთხოებას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე