"თბილისის ლოკომოტივისა“ და „იუნკერების“ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
loader

Breaking news

"თბილისის ლოკომოტივისა“ და „იუნკერების“ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

  • თბილისის ლოკომოტივისა და იუნკერების მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისი: "თბილისის ლოკომოტივის“ 1 მორაგბეს, ხოლო „იუნკერების“ 2 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ორივე გუნდის მოთამაშეები თვითიზოლაციაში არიან გადასული და ტესტის პასუხებს ელოდებიან. 

პირველ ინფიცირებულს ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან ჰქონდა სიმპტომები, თუმცა მან 7 ოქტომბერს „ლოკომოტივსა“ და „იუნკერებს“ შორის გამართულ შეხვედრაში მაინც მიიღო მონაწილეობა, რასაც მოწინააღმდეგე გუნდის 2 მორაგბის ინფიცირება მოჰყვა.

"ჩვენ შეკრებაზე ვიყავით თელავში, 2 ოქტომბერს ინფიცირებულს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა მეორე დღეს თავს კარგად გრძნობდა. 7 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, მან აიღო ტესტი და კორონავირუსი დაუდასტურა“, - განაცხადა „თბილისის ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა.

მომხდარი ფაქტის გამო „თბილისის ლოკომოტივისა" და „იუნკერების“ შემდეგი ორი თამაში გადაიდო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე