საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩი 1:1 დასრულდა
loader

Breaking news

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩი 1:1 დასრულდა

  • საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩი 11 დასრულდა

თბილისი: ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 

ერთა ლიგის ც2 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრები სკოპიეს „ტოდორ პროესკი არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვების შანსი ბოლო წუთზე ხელიდან გაუშვა.

68-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 მოთამაშით დარჩნენ – მეკარე სტოლე დიმიტრიევსკიმ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ბარტოშ ფრანკოვსკიმ წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

პირველი გოლი მეორე ტაიმში 19 წლის თავდამსხმელმა  ხვიჩა კვარაცხელიამ  გაიტანა და ანგარიში 0:1 გახდა, ბოლო წუთებზე კი 10-კაციანმა ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრებს შეუტია, რის შემდეგაც  მასპინძლების სასარგებლოდ პოლონელმა არბიტრმა პენალტი დანიშნა. ეგზიან ალიოსკის გოლის შემდეგ ანგარიში 1:1 გახდა და შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ტალინში ესტონეთსა და სომხეთს შორისაც 1:1 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ 6-6 ქულით ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთი 5 ქულით მესამეზეა, ხოლო 2 ქულით ბოლოზე ესტონეთია.

გუნდები შემდეგ შეხვედრას ევრო 2020-ის ფარგლებში 12 ნოემბერს გამართავენ. შეხვედრა თბილისში, დინამოს სტადიონზე ჩატარდება. მატჩში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე