საფრანგეთში კორონავირუსის გამო კომენდანტის საათი დაწესდება
loader

Breaking news

საფრანგეთში კორონავირუსის გამო კომენდანტის საათი დაწესდება

  • საფრანგეთში კორონავირუსის გამო კომენდანტის საათი დაწესდება

პარიზი: საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ასევე ლილიში, ლიონში, მარსელსა და ტულუზაში კორონავირუსის პანდემიის ფონზე კომენდანტის საათი დაწესდება.

გარდა ამისა, კომენდანტის საათი იმოქმედებს ასევე ილ-დე-ფრანსის რეგიონში, გრენობლერში, რუანში, სენტ-ეტენსა და მონპელიეში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათი ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

მისივე თქმით, საფრანგეთს კორონავირუსზე კონტროლი არ დაუკარგავს.

"ჩვენ არ დაგვიკარგავს კონტროლი, ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, რომელიც გვაღელვებს, მაგრამ ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები პირველი ტალღიდან. ვირუსი, რომელსაც უკვე 8 თვეა, ვიცნობ, პრაქტიკულად ბრუნდება", - აღნიშნა მაკრონმა.

კომენდატის საათის საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, 17 ოქტომბრიდან ამოქმედდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე