"მოდით ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ ისტორიულ მატჩში"
loader

Breaking news

"მოდით ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ ისტორიულ მატჩში"

  • მოდით ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ ისტორიულ მატჩში

თბილისი: "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში ვიტალი დარასელია საქართველო-ბელარუსის ისტორიული საფეხბურთო მატჩის საყურებლად და საგულშემატკივროდ ყველას  წითელ ბაღში იწვევს.  

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვასილ გოძიაშვილის სახ. (წითელ) ბაღში,  ვიტალი დარასელია, აორგანიზებს ფეხბურთის მატჩის  გარე ჩვენებას. წითელ ბაღში არსებულ ამფითეატრის ტერიტორიაზე განთავსდება ეკრანი, რომელზეც მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა  უყურონ საქართველო-ბელარუსის ისტორიულ საფეხბურთო მატჩს და ერთად უგულშემატკივრონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

გადაწყვეტილება მსგავსი ღონისძების გამართვის შესახებ კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე