დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა
loader

Breaking news

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა

  • დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა

თბილისი: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრიდან თეთრ სახლში დაბრუნდა.

თეთრ სახლში პრეზიდენტი ვერტმფრენით დაბრუნდა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენიდან ჩამოსვლის დროს ტრამპს პირბადე უკეთია, რომელსაც მოგვიანებით, ფოტოს გადაღების დროს იხსნის.

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. დონალდ ტრამპი მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეეშინდეთ ვირუსის.

კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი საავადმყოფოში 2 ოქტომბერს გადაიყვანეს. ვირუსი დაუდასტურდა პირველ ლედისაც.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე