ევროკომისიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა
loader

Breaking news

ევროკომისიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა

  • ევროკომისიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა

ბრიუსელი: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მისი იზოლაციაში ყოფნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ის დაესწრო ერთ-ერთ შეხვედრას, რომლის მონაწილესაც კორონავირუსი დაუდასტურდა. შეხვედრა გასულ სამშაბათს გაიმართა.

"მაცნობეს, რომ პირს, რომელსაც გასულ სამშაბათს ერთ-ერთ შეხვედრაზე შევხვდი, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. მოქმედი რეგულაციების თანახმად, თვითიზოლაციაში გადავდივარ 6 ოქტომბრის დილამდე, ვიდრე ტესტის პასუხს არ მივიღებ“, – წერს ფონ დერ ლაიენი "ტვიტერში".

მისივე ინფორმაციით, ხუთშაბათს ჩატარებული ტესტის პასუხი ნეგატიური იყო, განმეორებით ტესტს კი დღეს გაუკეთებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე