"დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების გაძლიერებისთვის"
loader

Breaking news

"დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების გაძლიერებისთვის"

  • დარწმუნებული ვარ ერთად ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების გაძლიერებისთვის

თბილისი: დარწმუნებული ვარ, ერთობლივად, ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების განვითარებისა და გაძლიერებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა წალკის მუნიციპალიტეტში, ჩივთქილისას, კაბურის, საჩკოვის, აშკალას, დარაკოვისა და წინწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. როგორც მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს განუცხადა, სოფლებში ძირითადი გამოწვევა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.

"საერთო ჯამში საინტერესო შეხვედრები შედგა, განვიხილეთ სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად, ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ ჩვენი სოფლების განვითარებისა და გაძლიერებისთვის”, - განაცხადა გოგი მეშველიანმა


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე