Survation-ის კვლევით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში გამოკითხულთა 80,5% "ქართული ოცნების“ კანდიდატს უჭერს მხარს
loader

Breaking news

Survation-ის კვლევით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში გამოკითხულთა 80,5% "ქართული ოცნების“ კანდიდატს უჭერს მხარს

  • Survation-ის კვლევით საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში გამოკითხულთა 805 ქართული ოცნების კანდიდატს უჭერს მხარს

თბილისი: Survation-ის კვლევის თანახმად, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა "რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: პაატა კვიჟინაძე („ქართული ოცნება“) - 80,5%; გიორგი კაპანაძე („ნაციონალური მოძრაობა“) - 7,5%; გიორგი კასრაძე („პატრიოტთა ალიანსი“) - 4,6%; როსტომ ცარციძე („თავისუფალი საქართველო“) -3,0%; სერგო რატიანი („ევროპული საქართველო“) -2,5%; ანი მიროტაძე („ლელო“) -1,3%; ინგა ზაბახიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 0,6%; სხვა კანდიდატი - 0%.

კითხვაზე „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 87,7%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 7,2%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; ევროპული საქართველო - 1,1%; ლეიბორისტული პარტია - 1%; ერთიანი საქართველო - 0%; გირჩი - 0%; თავისუფალი დემოკრატები -0%; გიორგი ვაშაძე - სტარტეგია აღმაშენებელი - 0%; ლელო - 0%; სხვა პარტია - 0%.

1800 რესპონდენტი 6 მაჟორიტარულ ოლქში - ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქებში გამოკითხა. რესპონდენტები ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით, მაჟორიტარული ოლქების დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად შეირჩნენ. საველე სამუშაოები 2020 წლის 12-15 სექტემბერს ჩატარდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე