ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში 64,4% "ქართული ოცნების", 17,9% კი "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატს მისცემდა ხმას
loader

Breaking news

ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში 64,4% "ქართული ოცნების", 17,9% კი "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატს მისცემდა ხმას

  • ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში 644 ქართული ოცნების 179 კი ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატს მისცემდა ხმას

თბილისი: კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 64,4% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ ირაკლი ხახუბიას მისცემდა, - ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია Survation "რუსთავი 2"-ის დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა: 

მურთაზ ზოდელავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -17,9%

გიგა ბოკერია (ევროპული საქართველო) -8,5%

დავით სარსანია (დამოუკიდებელი კანდიდატი) -5,0%

გიორგი ბარამია (ლელო) -1,9%

აპოლონ გარუჩავა (დამოუკიდებელი კანიდატი) -1,8%

თეიმურაზ ფაჩულია (პატრიოტთა ალიანსი) -0,5%

თამარ ფაჩულია (თავისუფალი საქართველო) -0,0%

ბორის ყურუა (გირჩი) - 0,0%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება -67,8%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,2%; ევროპული საქართველო 8,7%; ლელო -1,3%; პატრიოტთა ალიანსი -1,0%; ლეიბორისტული პარტია -0,9%;  გიორგი ვაშაძე - სტარტეგია აღმაშენებელი 0,7%; ერთიანი საქართველო - 0,0%; გირჩი -0,0%; სხვა -0,5%;

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 61% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება: ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 22%; 50-50 ზე-14%; არ მიიღებს მონაწილეობას -3%; არ იცის ან უარი პასუხზე -1%; 

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე