"ლუკაშენკოს ე.წ. ინაუგურაცია და ახალი საპრეზიდენტო მანდატი მოკლებულია რაიმე სახის დემოკრატიულობას"
loader

Breaking news

"ლუკაშენკოს ე.წ. ინაუგურაცია და ახალი საპრეზიდენტო მანდატი მოკლებულია რაიმე სახის დემოკრატიულობას"

  • ლუკაშენკოს ეწ ინაუგურაცია და ახალი საპრეზიდენტო მანდატი მოკლებულია რაიმე სახის დემოკრატიულობას

ბრიუსელი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი 23 სექტემბრის ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს.

გარდა ამისა, ბორელის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს "ინაუგურაციის ცერემონია" მოკლებულია დემოკრატიულ ლეგიტიმაციას.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირი არ ცნობს მათ გაყალბებულ შედეგებს. აქედან გამომდინარე, 2020 წლის 23 სექტემბერს გამართული ე.წ. ინაუგურაცია და ახალი საპრეზიდენტო მანდატი, მოკლებულია რაიმე სახის დემოკრატიულობას", - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად აღარ ცნობენ კანადა, უკრაინა, აშშ, გერმანია, პოლონეთი, დანია, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და სლოვაკეთი. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე