აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი უკრაინაში აშშ-ის ელჩად კით დეიტონის დანიშვნაზე შეთანხმდა
loader

Breaking news

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი უკრაინაში აშშ-ის ელჩად კით დეიტონის დანიშვნაზე შეთანხმდა

  • აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი უკრაინაში აშშ-ის ელჩად კით დეიტონის დანიშვნაზე შეთანხმდა

ვაშინგტონი: აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი უკრაინაში აშშ-ის ელჩად კით დეიტონის დანიშვნაზე შეთანხმდა, - ამის შესახებ სენატის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

"განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ სენატს საბოლოო დასამტკიცებლად ვუგზავნით ელჩების კანდიდატებს იაპონიასა და უკრაინაში . ეს პოზიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში და იმედი მაქვს, რომ ბატონი ვაინშტაინისა და დეიტონის კანდიდატურები უახლოეს პერიოდში დამტკიცდება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით დეიტონი მიმდინარე წლის მაისში წარადგინა. 

უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2019 წლის მაისიდან ვაკანტურია. მანამდე უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიას მარი იოვანოვიჩი ხელმძღვანელობდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე