ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაწერეს
loader

Breaking news

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაწერეს

  • ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაწერეს

ბერლინი: რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაწერეს.

როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალები ექიმები მის სრულ გამოჯანმრთელებას შესაძლებლად მიიჩნევენ.

ალექსეი ნავალნიმ კლინიკაში 32 დღე გაატარა, აქედან 24 - რეანიმაციაში.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც რუსი ოპოზიციონერი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.

22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე